შემთხვევების ანალიზი

რეალური შედეგები რეალური კომპანიებისთვის

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ დავეხმარეთ კომპანიებს კონკრეტული HR გამოწვევების გადაჭრაში.

რეკრუტმენტი

IT კომპანია — 25 პოზიციის დაკომპლექტება 4 თვეში

სწრაფად მზარდ IT კომპანიას სჭირდებოდა გუნდის გაორმაგება მოკლე ვადაში, ხარისხის დათმობის გარეშე.

25
დასაქმებული
18 დღე
საშ. დახურვის ვადა

დავნერგეთ სტრუქტურირებული სორსინგისა და შეფასების პროცესი, რამაც შეამცირა თითოეული პოზიციის დახურვის საშუალო ვადა და გააუმჯობესა კანდიდატის გამოცდილება გასაუბრების ეტაპზე.

ანაზღაურება

საწარმოო კომპანია — ანაზღაურების სისტემის რესტრუქტურირება

არათანაბარმა ანაზღაურების პრაქტიკამ გამოიწვია უკმაყოფილება და კადრების გადინება საწარმოო პერსონალში.

-34%
კადრების გადინება
3 თვე
დანერგვის ვადა

ჩავატარეთ საბაზრო კვლევა, ავაშენეთ გამჭვირვალე გრეიდირების სისტემა და გავწერეთ ანაზღაურების პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყველა თანამშრომლისთვის.

HR აუთსორსინგი

სტარტაპი — HR ფუნქციის აწყობა ნულიდან

15-კაციან სტარტაპს არ ჰქონდა HR ფუნქცია საერთოდ — ყველა პროცესი არაფორმალურად და არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა.

6
დანერგილი პოლიტიკა
100%
შესაბამისობა კანონმდებლობასთან

გავხდით სტარტაპის fractional HR გუნდი — დავნერგეთ საბაზისო პოლიტიკები, ხელშეკრულებები და onboarding პროცესი, გუნდის ზრდის პარალელურად.

გსურთ მსგავსი შედეგი თქვენს კომპანიაშიც?

დაიწყეთ უფასო კონსულტაციით — ერთად განვსაზღვროთ საუკეთესო გზა.

უფასო კონსულტაციის დაჯავშნა